აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოში დღეს ჩამოვა

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოში დღეს, 18 ოქტომბერს ჩამოვა. ის პრემიერმნისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს შეხვდება. ლოიდ ოსტინი კიდევ ერთხელ დაადასტურებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

საქართველოში ჩამოსვლა აშშ-ს თავდაცვის მინისტრის ვიზიტის ნაწილია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს გარდა უკრაინასა და რუმინეთს ეწვევა, ასევე ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალს დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი