მითი ყარსის ხელშეკრულებაზე | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

რამდენი წელია "ქართული ოცნების" ღიად პრორუსული სატელიტები, როგორიც, მაგალითად, "პატრიოტთა ალიანსია", ათასგვარი სისულელით და გაზარმაცებულ ტვინებზე გათვლილი პროპაგანდით უჭედავენ თავს მოსახლეობას.  ამ ზღაპრებს საერთოდ არ მივაქცევდით ყურადღებას, სამწუხაროდ, საქართველოში ბევრს მათი რომ არ სჯეროდეს. ამიტომაც საჭიროა ასეთი სახიფათო მითების დამსხვრევა.

ერთ-ერთი მათგანი - მითი იმის შესახებ, რომ წინა საუკუნეში დადებული ყარსის ხელშეკრულების 100-წლიანი ვადის გასვლისთანავე თურქეთი აჭარის ოკუპაციას შეუდგებოდა - სულ რამდენიმე დღის წინ თავისთავად დაიმსხვრა: იმიტომ, რომ 100 წელი 4 დღის წინ გავიდა, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერიც არ მოხდა. უფრო მეტიც - არანაირი ასწლიანი დათქმა ამ ხელშეკრულებას არ აქვს. ის უვადოა. 

მაგრამ "პატრიოტთა ალიანსს" და მისნაირებს, მათ შორის, "ქართულ ოცნებასაც" აწყობთ, რომ ოკუპანტი რუსეთიდან ისრების ნაწილი მაინც წამოიღონ და გადმოიტანონ თურქეთზე, როგორც დღე-დღეზე საქართველოში შემოჭრისთვის გამზადებულ მეზობელზე. 

გახსოვთ, წინა არჩევნებამდე ბილბორდებიც კი გამოჩნდა ქუჩებში, სადაც აჭარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს მსგავსად ოკუპირებულ ტერიტორიად იყო მონიშნული. 

არ დაუჯეროთ მსგავს პროპაგანდას. ეს ყველაფერი ტყუილია - თქვენი ხმების მოსაპოვებლად, ნამდვილი ოკუპანტის, რუსეთის პოზიციების გასამყარებლად და თქვენი სამშობლოს, საქართველოს დასასუსტებლად.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი