"თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს" | კანცელარიასთან აქცია ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ხვალ 18 ოქტომბერს, 12:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი მოძრაობა მიშას თავისუფლებისთვისაა.

მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც 1 ოქტომბერს ის საქართველოში ჩამოვიდა. უკვე მე-17 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, მათ შორის ემიგრანტების მიერ საზღვარგარეთ.

თავისუფლება მიშას - ამ სახელწოდებით მასშტაბური აქცია 14 ოქტომბერს თბილისშიც გაიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი