აქცია იყო ის მოცემულობა, რომელმაც 2012-ში დაგვარწმუნა, რომ არჩევნები მოგებული გვქონდა - მარგველაშვილი

გამოქვეყნდა:

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი 14 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციას ეხმაურება. ამბობს, რომ 2012 წელს აქციაზე დიდი რაოდენობით შეკრებილმა ადამიანებმა მაშინ "ქართული ოცნება" დაარწმუნა, რომ არჩევნები მოგებული ჰქონდათ.

"ცოტათი მეტი იყო თუ ნაკლები, არც რაოდენობას აქვს მნიშვნელობა, ვინ როგორ დაითვლის კვადრატული მეტრის, "მეტროების", როგორც იძახდა [ბიძინა ივანიშვილი] ეს იყო ის მოცულობა, რომელმაც მაშინ ჩვენ დაგვარწმუნა და ჩვენ გვჭირდებოდა ეს დარწმუნება, რამდენიც არ უნდა დადიოდე საზოგადოებაში და ამომრჩეველთან ურთიერთობა გქონდეს შენ რაღაცის ტესტირებას აკეთებ ამ აქციის მეშვეობით, ეს იყო ის, რამაც ჩვენ მაშინ წელში გაგვმართა... მე ვიხსენებდი არა ამ აქციის ემოციას, არამედ ჩვენ ემოციას 2012-ში, როცა წელში გავიმართეთ და მივხვდით, რომ მოგებული გვაქვს",- თქვა გიორგი მარგველაშვილმა ფორმულას ეთერში.

#თავისუფლებამიშას - ამ სახელწოდებით 14 ოქტომბერს თბილისში, თავისუფლების მოედანზე მასშტაბური აქცია გაიმართა. მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შეიკრიბნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი