ნიუ იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოს შენობასთან მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად მორიგი აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილი იყო 70-მდე მხარდამჭერი, რომლებიც აქციაში მონაწილეობისთვის ნიუ იორკში სხვადასხვა შტატიდან ჩავიდნენ.
აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივი გათავისუფლება. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი უერთდებიან ევროპის დედაქალაქებში გამართულ მსგავს აქციებს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. სწორედ 1 ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში იმყოფებოდა. მთელი დღის ძებნის შემდეგ, მესამე პრეზიდენტი სანზონაში, ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-18 დღეა, შიმშილობს.
ავტორი: დემნა დევდარიანი