მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერობის კანდიდატის და "ქართული ოცნების" ლიდერის, კახი კალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი იქ იმყოფება, სადაც უნდა იყოს. დედაქალაქის მერი ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ გათავისუფლდება, რაც ციხეში სასჯელს სრულად მოიხდის.

"მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში "თავისუფლება მიშას", მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება მას შემდეგ, როდესაც მოიხდის სასჯელს", - თქვა კახი კალაძემ. 

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი ციხეში უკვე მე-18 დღეა შიმშილობს. მას ადვოკატები დღესაც შეხვდებიან. პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე სააკაშვილის საავადმყოფოში სწრაფად გადაყვანის აუცილებლობაზე საუბრობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი