მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-18 დღეა შიმშილობს, მისი პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმდება. ექიმი ითხოვს მისი ნახვის შესაძლებლობა ყოველდღიურად ჰქონდეს.
"ჯგუფი შეიქმნა "ვითსაფით" კომისიის წევრებს შორის, ვეკონტაქტებით ერთმანეთს რომ გადავწყვიტოთ რაც შეიძლება ადრე შესვლა, ეს დამოკიდებულია კომისიაზე, საკმაოდ დიდია. როგორმე მინდა დავარწმუნო, რომ მთლიანად თუ არა ნაწილობრივ მაინც შევძლოთ პრეზიდენტის ნახვა დღეს.
მესმის, რომ ყველა ახალი ანალიზის პასუხები დღეს არ იყოს მზად მთლიანად, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ნაწილი მაინც რომ შესულიყო დღეს, ორი ადამიანი, მე მესამე, ან არ ვიცი როგორი შემადგენლობით", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
მესამე პრეზიდენტთან დღეს ციხეში ადვოკატები შევლენ. არსებული ინფორმაციით, ექიმთა კონსილიუმი, რომელმაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უნდა იმსჯელოს, ციხეში შესვლას სამშაბათს გეგმავს.