
მთავრობის განკარგულებით, 198 დევნილ პირს მათ ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები სიმბოლურ ფასად, 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ გახდა ცნობილი.
მთავრობის ინფორმაციით, აღნიშნული მიწის ნაკვეთები გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში მდებარეობს.
განკარგულება მთავრობამ უკვე დაამტკიცა.