გატაცების შემდეგ ქალს ქორწილი ჩაეშალა - შიდა ქართლში მომხდარის დეტალები

გამოქვეყნდა:

გააპარა თუ არა ქვეყნიდან შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოფილი ძალოვანი, რომელიც უმძიმესი, ჯგუფური დანაშაულის თანამონაწილეა.

საქმის მასალების მიხედვით, 28 წლის ბესიკ წკრიალაშვილმა საჯარო მოხელესთან ერთად, სოსო მარანელთან ერთად, ახალგაზრდა ქალი გაიტაცა, მას სცემა და ოჯახის წევრების სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრა. დანაშაულის მოტივად დაზარალებულის მხრიდან მისთვის ცოლობაზე უარის თქმა სახელდება.

მსხვერპლი ამ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე დანიშნული იყო, თუმცა, ინციდენტის შემდეგ მას ქორწილი ჩაეშალა. 

ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ მან წკრიალაშვილს უთხრა, რომ თუ უკან დააბრუნებდნენ, სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ცოლობაზე თანახმა იქნებოდა. სახლში დაბრუნებულმა კი მომხდარზე პოლიას აცნობა. 

პოლიციამ მხოლოდ სოსო მარანელი დააკავა, რომელიც გორის სპორტის ა(ა)იპში მწვრთნელად მუშაობდა, ხოლო წკრიალაშვილმა ქვეყანა დატოვა.

გორის სპორტის სააგენტოში ადასტურებენ, რომ მარანელი ნამდვილად მათი თანამშრომელია და მას უფლებამოსილება იქამდე შეუწყდა, სანამ სასამართლო გადაწყვეტილება გახდება ცნობილი. 

მათი უფლებადამცველი ამბობს, რომ ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.

"საქმეში მრავლად იქნება პირადი ცხოვრების ეპიზოდები და ამბები. ისე, როგორც აპირებდა საზღვარგარეთ გამგზავრებას, გაემგზავრა იქამდე, ვიდრე დაზარალებულს მოაფიქრდებოდა საჩივრის დაწერა პოლიციაში. იმას რაც მათ არ ჩაუდენიათ, ისინი არასოდეს არ აღიარებენ",- თქვა თამარ თედიაშვილმა. 

მომხდარის დეტალები დაზარალებულმა ქალმა "მთავარ არხთან" საუბარში გაიხსენა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი