თბილისში მოკლული ქალის ვინაობა ცნობილია - პოლიცია ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის ბინაში შევიდა

გამოქვეყნდა:

ბათუმში ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში სამართალდამცველები იმყოფებიან. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. 

მემედ აბაშიძის ქუჩაზე პოლიციელები რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. მედიის წარმომადგენლებს  სადარბაზოში არ უშვებენ.

სავარაუდოდ გამოძიება დღეს დილით თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულია ანასტასია შატალოვა, რომელსაც როგორც ცნობილია, დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. შატალოვა შვილის დაბრუნებას ითხოვდა. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

ამავე თემაზე:

"3 წლის ბავშვი ჰყოლია საცოდავს...5-ჯერ გასროლის ხმა გავიგე" - თბილისში მოკლულ ქალს მცირეწლოვანი შვილი დარჩა

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი