კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა - კალაძე მელიაზე

გამოქვეყნდა:

სამწუხაროდ, არც ერთი ჩემი ოპონენტისგან საზოგადოებას არ მოუსმენია ერთი ფასეული წინადადება თბილისის განვითარების შესახებ - დედაქალაქის მერობის კანდიდატი კალაძე წინასაარჩევნო მიმართვას ავრცელებს. ოპონენტებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ მისი კამპანია ოპოზიციისგან განსხვავებით საქმეზე იყო ორიენტერბული, ოპონენტბისა კი ზიზღსა და სიძულვილზე. კალაძის ბრალდებების ადრესატი ნიკა მელიაა:

"მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული. მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი დღემდე ქვეყნის და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით ხულიგნურ პროვოკაციებს აწყობდა -ამბობს კალაძე თავის მიმართვაში."

შეგახსენებთ, თბილისის მერობის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს ჩატარდება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი