ანასტასია შატალოვას მკვლელობა- მეზობლებმა ბოლო დღეებში კორპუსთან საეჭვო გადაადგილებები დააფიქსირეს

გამოქვეყნდა:

თბილისში, იმ ადგილას სადაც ანასტასია შატალოვა მოკლეს, ამბობენ, რომ ბოლო 3 დღის განმავლობაში კორპუსთან საეჭვო გადაადგილებები შენიშნეს, სავარაუდოდ ხელოვნურად დააზიანეს გარე განათების სადენებიც.

მათივე ინოფორმაციით, გასულ ღამეს ინტენსიური სროლის ხმა გაიგეს, რის შემდეგაც ქალი გაიქცა კორპუსის უკანა მხარეს და შველას ითხოვდა, თუმცა სასწრაფოს და პოლიციას უკვე გარდაცვლილი დახვდა.

მეზობლების ინფორმაციით, თავდამსხმელი კარგად არ დაუნახავთ, თვალი მოკრეს უკვე გაქცეულ ადამიანს, რომელსაც პირბადე და ჩაფხუტი ეკეთა.

მკვლელობის ადგილას დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები. პოლიციამ ჩანაწერები უკვე ამოიღო.

პარალელურად, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს ბათუმში, ყოფილი ვიცე მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში. ცნობილია, რომ შატალოვას და ზურაბ ბერიძეს საერთო შვილი ჰყავდათ.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი