მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება - ტიკარაძე

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება. მინისტრი ამბობს, რომ ჯგუფი მზადაა აქტიური მონიტორინგისთვის და ექიმებს ყველანაირი მხარდაჭერა ექნებათ, რომ პაციენტის უსაფრთხოება უზრუნველჰყონ.

"ბოლო შეხვედრაზე მე, რა თქმა უნდა, არ ვარ ჩართული თვითონ პაციენტის მდგომარეობის განხილვაზე, ვინაიდან, ამის უფლებამოსილება მე არ გამაჩნია,კონსილიუმი მსჯელობდა, მათთან გასაუბრების შემდეგ პაციენტის მდგომარეობა იყო სავსებით დამაკმაყოფილებელი და რამე რისკები არ არ შეინიშნებოდა. თუმცა მისი პირადი ექიმის თხოვნით, კონსილიუმი დღეს შეიკრიბება და უკვე იმის მიხედვით იმოქმედებენ, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებენ შეხვედრის შემდეგ", - თქვა ეკატერინე ტიკარაძემ.

მიხეილ სააკაშვილს ციხეში უკვე შეხვდნენ ადვოკატები. მესამე პრეზიდენტი მე-18 დღეა შიმშილობს.

ამავე თემაზე: 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი