"მეტი მეცადინეობა გჭირდებათ, ნინო" - თალაკვაძე "მთავარი არხის" ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოს საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევა არ ხდება. ის პრობლემას ვერც მურუსიძის დაწინაურებაში ხედავს.

"სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომაც პირდაპირ თქვა, რომ სააკაშვილი და მისი ქვემდებარე ყველა პირი იყვნენ ერთ ხმაში, კოორდინირებულად ჩართული, მოქალაქე სანდრო გირგვლიანის უფლების დარღვევის და მის მიჩქმალვის საქმეში. თქვენ გაქვთ კითხვის ნიშნები სტრასბურგის სასამართლოსთან?!

ნინო მეტი მეცადინეობა გჭირდებათ, მეტი მეცადინეობისკენ მოგიწოდებთ", - მიმართა არჩილ თალაკვაძემ "მთავარი არხის" ჟურნალისტს.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ევროპარლამენტარები, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეები ერთობლივ ღია წერილს ავრცელებენ. წერილს 70 პირი აწერს ხელს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი