ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის თქმით, თბილისში მოკლულ ქალთან კონტაქტი ბოლოს 6 თვის წინ ჰქონდა.
„მეც შეძრული ვარ ამ ტრაგედიით, ერთადერთი, შემიძლია გითხრათ, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მე ის საერთოდ არ მინახავს, მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ", - თქვა ზურაბ ბერიძემ.
ცნობისთვის, გუშინ ღამით თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე 30 წლამდე ქალი ჩაცხრილეს.
მოკლულია ანასტასია შატალოვა, რომელსაც როგორც ცნობილია, დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით.
დღეს სამართალდამცველები ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის ბინაში შევიდნენ.
ამავე თემაზე: