ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის სახლიდან პოლიციამ სავარაუდოდ კომპიუტერი და მეხსიერების ბარათი ამოიღო

გამოქვეყნდა:

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში საგამოძიებო მოქმედებები დასრულდა. მისი სახლიდან სამართალდამცველებმა ამოიღეს სავარაუდოდ კომპიუტერი და მეხსიერების ბარათი.

ზურაბ ბერიძემ მკვლელობასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ 6 თვეა ანასტასია შატალოვასთან კონტაქტი არ ჰქონია.

შეგახსენებთ, გასულ ღამეს თბილისში ახალგაზრდა ქალი, სადარბაზოსთან ჩაცხრილეს. არსებული ინფორმაციით, მას 7 ტყვია აქვს ნასროლი. 

გაირკვა, რომ მოკლული ანასტასია შატალოვაა, რომელსაც დავა ჰქონდა ბათუმის ყოფილ ვიცე-მერთან არასრულწლოვან შვილთან დაკავშირებით. 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი