"ის არის ბრძოლით აღსავსე. თვლის, რომ ეს ბრძოლა ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს და მოიგებს კიდევაც", - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი თამარ კორძაია რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ საუბრობს, სადაც ის მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილს შეხვდა.
ის არის ბრძოლით აღსავსე. თვლის, რომ ეს ბრძოლა ოპოზიციამ ყველა შემთხვევაში უნდა მოიგოს და მოიგებს კიდევაც. სრულ მზაობას გამოხატავს საკუთარს, პოლიტიკურს, მორალურს რომ საქართველოს მოქალაქეებს დაუჭიროს მხარი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია ივანიშვილის დამარცხება... მისი განწყობა არის საბრძოლო, რომლითაც ჩვენ უნდა გავიყვანოთ ეს ქვეყანა დასავლურ გზაზე.
დარწმუნებული ვარ, არც მიხეილ სააკაშვილს აქვს ამ ხელისუფლების გონივრულობის იმედი, მაგრამ ჩვენი მოქალაქეების და პოლიტიკოსების ეს ბრძოლა თავის შედეგებს აჩვენებს იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ ერთობლივი, ევროპარლამენტარების და მსოფლიო პოლიტიკოსების განცხადება, რომლლითაც ისინი მიმართავენ ევროპარლამენტის პრეზიდენტს და ითხოვენ სათანადო რეაგირებას. არავის დემოკრატიულ სამყაროში არ სჯერა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არის დამოუკიდებელი, - ამბობს კორძაია.