"ოცნება" მარცხის აცილებას ისევ მოსყიდვებით და პირადობებზე ნადირობით ცდილობს | "მთავარი არხის" ექსპერიმენტი

გამოქვეყნდა:

"ოცნება" არჩვენების მეორე ტურში მარცხის თავიდან აცილებას ისევ მასობრივი მოსყიდვებით ცდილობს. სახელისუფლებო პარტიის აგიტატორებს უკვე მიღებული აქვთ დირექტივები და სამოქმედო გეგმა. "მთავარი არხის" ექსპერიმენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ პირადობის მოწმებებზე ნადირობა დაიწყო.

მმართველი პარტია არ ზოგავს ფულს ამომრჩევლების პირადობის მოწმობაზე, რომლის გარეშე არჩევნებში მონაწილეობა შუძლებელია. კონკრეტული თანხის სანაცვლოდ მოქალაქეებს დროებით დოკუმენტის გარეშე ტოვებს და ამით არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას ართმევს. 

მთავარის ექსპერიმენტი ადასტურებს - "ქართული ოცნება" განაგრძობს ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას. მოსყიდვა დაშინება თუ შანტაჟი - რა მეთოდებს იყენებს ამჯერად მმართველი პარტია? "მთავარი არხი" ოცნების აგიტატორებს ფსევდონიმით დაუკავშირდა და მოიპოვა ძლიან საინტერესო ინფორმაცია პირადობის მოწმობების შეგროვების შესახებ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი