"მზად ვართ დავუჯდეთ და მოვუყვეთ, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე" - მდინარაძე ევროპარლამენტარების წერილზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის ნებისმიერი წარმომადგენელი მზად არის, დასავლელ პარტნიორებს აუხსნან ის საქმეები, რომლებსაც მიხეილ სააკაშვილს ედავებიან.

ამ განცხადებით მდინარაძე დასავლელი პარტნიორების ღია წერილს გამოეხმაურა: "ნებისმიერ მათგანს, ვინც ხელს აწერს, ჩვენი გუნდის ნებისმიერი წევრი მზად ვართ დოკუმენტებით დავუჯდეთ და მოვუყვეთ, რა ბოროტებასთან გვაქვს საქმე",-თქვა მდინარაძემ.

რაც შეეხება წერილზე ხელმომწერებს, მდინარაძემ თქვა, რომ  "ვიღაც შეიძლება სუბიექტური იყოს, ვიღაც შეიძლება ლობისტების შემოქმედების შედეგად აწერს ხელს ".

"სამწუხაროდ, 25 თუ 30, მიხეილ სააკაშვილს გამოუჩნდა მხარდამჭერი, მიუხედავად მისი სასტიკი და ბოროტი დანაშაულებისა, მის გათავისუფლებას მოითხოვენ. მოითხოვენ კიდეც, მაგრამ მეორეა, რას გააკეთებს, ობიექტურად ქართული ოცნების ხელისუფლება - ის არასდროს დაუშვებს, რომ მან სასჯელი არ მოიხადოს",-თქვა მდინარაძემ.

ცნობისთვის, გავლენიანმა ევროპარლამენტარებმა, ყოფილმა პრეზიდენტებმა, ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 70 ხელმომწერი ჰყავს. დასავლელი პარტნიორები წერილში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი