ერთადერთი, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციით სარგებელს ნახულობს, კრემლია - ჰოჯესი

გამოქვეყნდა:

ამერიკელი გენერალი და შეერთებული შტატების ევროპული ჯარების ყოფილი მეთაური ბენ ჰოჯესი ამბობს, რომ ერთადერთი ვინც მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ სიტუაციით სარგებელს იღებს კრემლი და მისი მხარდამჭერები არიან.

ჰოჯესი ერთ-ერთი მათგანია, ვინც დასავლელი პარტნიორების ღია წერილს ხელს აწერს.

ქართველი ადამიანების უსაფრთხოება ძალიან მნიშვნელოვანია და ეს დამოკიდებულია არ მხოლოდ თქვენს მეგობრებზე დასავლეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. ქართველი მოქალაქეები უნდა იყვნენ ძალიან ძლიერი, რუსულ კორუფციას უნდა ებრძოლოთ და უნდა გყავდეთ წარმატებული ინსტიტუციები, ეს არ ხდება იმიტომ, რომ თქვენ უბრალოდ გაახაროთ აშშ, ეს ხდება იმისთვის, რომ ქართველებმა თავი დაიცვან კრემლის აგრესიისგან და ერთადერთი ხალხი, ვინც სააკაშვილთან დაკავშირებული სიტუაციისგან სარგებელს ნახულობს, ეს არის კრემლი და კრემლის მხარდამჭერები,-თქვა ბენ ჰოჯსემ ფორმულას ეთერში.

ცნობისთვის, გავლენიანმა ევროპარლამენტარებმა, ყოფილმა პრეზიდენტებმა, ცნობილმა პოლიტიკურმა და საზოგადო მოღვაწეებმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც 70 ხელმომწერი ჰყავს. დასავლელი პარტნიორები წერილში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას 
მოითხოვდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი