ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო - ბრაიზა მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების ყოფილი დიპლომატი, მეთიუ ბრაიზა ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებით საქართველო მორიგ პოლიტიკურ კრიზისშია. მისი თქმით, კრიზისიდან გამოსვლის ერთ-ერთი გზა შესაძლოა ახალი სასამართლოს დანიშვნა იყოს. მეთიუ ბრაიზამ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე ამერიკის ხმასთან ისაუბრა.

"ერთი არჩევანი შეიძლება ის იყოს, რომ დაინიშნოს ნამდვილი სასამართლო იმ ბრალდებებზე, რომლებიც მას წაყენებული ჰქონდა. ახლა ის ხომ ქვეყანაშია, ციხეშია. იმედია საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რომ კანონის უზენაესობას მიყვეს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ იქნება მიღებული, როგორც სამართლიანი - იყოს სამართლიანი ბრალის დამტკიცება ან გათავისუფლება",- თქვა მეთიუ ბრაიზამ.

უკვე მე-18 დღეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საქართველოში ჩამოვიდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი