მარიხუანას უკანონო გადაზიდვისა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის სამართალდამცავებმა ახმეტის მერიის თანამშრომელი დააკავეს

გამოქვეყნდა:

ახმეტის მერიის თანამშრომელი პოლიციამ მარიხუანას უკანონო გადაზიდვისა და ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისთვის დააკავა. ნოდარ ხააძე მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. ბრალდებული დაკავებისას სოფლის რწმუნებულის მანქანით გადაადგილდებოდა.

გამოძიებამ უნდა დაადგინოს, ვის ეკუთვნოდა ავტომობილში ნაპოვნი მარიხუანა და იარაღი. რწმუნებული ამტკიცებს, რომ მის შესახებ მხოლოდ თანამშრომლის დაკავების შემდეგ გაიგო.

კასრისწყალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ნოდარ ხააძე „ქართული ოცნების“ წევრია და პარტიის სახელით კენჭს იყრიდა თვითმმართველობის არჩევნებშიც. ბრალდებული „თუშური ცხვრის ჯიშ.საშენის“ მთავარი სპეციალისტია. შპს ახმეტის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია და მას  სახნავ-სათესი მიწებისა და საძოვრების გადანაწილება ევალება.

სოფელში ყვებიან, რომ შპს-ს სახელით ახმეტაში რამდენიმე ოჯახს მიწა წაართვეს, მათ შორის, ძმები ტუმასიანებიც არიან. ოჯახს 40 ჰექტარი დაათმობინეს და სხვას გადასცეს. ირკვევა, რომ ახალ მფლობელებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ შპს-ს ამჟამინდელ ხელმძღვანელთან.

დიდ დანაშაულებრივ სქემაზე საუბრობენ ოპოზიციაში და ვარაუდობენ, რომ ამ ჯაჭვის სუსტი რგოლი სწორედ ნოდარ ხააძეა, რომელიც დააკავეს და მსხვერპლად შეწირეს.

ნოდარ ხააძის სახლი ამ დრომდე დაკეტილია კასრისწყალში.  ოჯახის წევრები მთავარი გადამღებ ჯგუფთან დღეს საუბარი არ ისურვეს.

თანამშრომლის დაკავებაზე განმარტებებს არ აკეთებენ ადგილობრივ მუნიციპალიტეტში. ახმეტის მერიაში მისულ „მთავარ არხს“ მერი დაემალა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი პოლიციამ თბილისში დააკავა.  ნოდარ ხააძის საქმეზე სასამართლო 20 იანვარს იმსჯელებს. გამოძიება მას მარიხუანას უკანონო შეძენა-გადაზიდვასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი