"ის უნდა გათავისუფლდეს" - რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ადგილზე შეკრებილები მესამე პრეზიდენტს ამხნევებდნენ და ამბობენ, რომ აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ ბიძინა ივანიშვილისა და პუტინის პირადი პატიმარი ციხეს არ დატოვებს.

აქციაზე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც. მათი თქმით, ბოლოდროინდელი განცხადებები სასულიერო პირების მხრიდან ყოვლად დაუშვებელია და ის ყველანაირად ეწინააღმდეგება იმ სარწმუნოებას, რომელიც მიმტევებლობასა და სიყვარულს ქადაგებს.

"მწამს, რომ ის გათავისუფლდება და უნდა გათავისუფლდეს. ძალიან გული მწყდება, რომ ჩემთან ერთად არ დგანან სხვა სასულიერო პირები და აკეთებენ ისეთ განცხადებებს, რომელიც ემიჯნება ღვთის დადგენილებებს და უფლის სიტყვას, რომელსაც ბიბლია ეწოდება. როგორ შეიძლება ვეძიოთ იმ ადამიანის თვალში ბეწვი, რომელმაც ქვყანა ააშენა და არცერთ ჩვენგანს, არც სასულიერო და არც სამოქალაქო პირს, მასზე მეტი არ გაგვიკეთებია", - თქვა ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა უკრაინაში რამინ თარაშვილმა.

​უკვე მე-19 დღეა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ის ქვეყანაში დაბრუნდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი