რა არის ავანტიურა? ვაჭრობა ელანდებათ, რადგან ყველაფერს ყიდიან - ბარნოვი და მესხი ჯაღმაიძის ბრალდებას პასუხობენ

გამოქვეყნდა:

თეოლოგი გოჩა ბარნოვი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თამარ მესხი საპატრიარქოს პრესმდივანს, ანდრია ჯაღმაიძეს პასუხობენ და ავანტიურის შესახებ მის ბრალდებას აბსურდს უწოდებენ.

თეოლოგი არ გამორიცხავს, რომ ინფორმაცია, რომელზეც ანდრია ჯაღმაიძე საუბრობს, სწორედ სუს-ის მიერ იყოს მიწოდებული.

"შესაძლოა, ნათქვამი მაქვს სადღაც, რომ ყოფილიყო სხვა ხელისუფლება, თუნდაც იგივე სააკაშვილის, უფრო ადვილად მოხდებოდა აღიარება. შეიძლება, აქედან აქვს რაღაც დასკვნა გამოტანილი, თურმე მე რა უნდა ვუთხრა ბართლომეოს ან რა უნდა შევთავაზო. თუნდაც რომ ვილაპარაკო უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის თემაზე, რა არის ამაში ავანტიურა? მე მინდა, რომ საქართველოს ეკლესიამ აღიაროს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია, რა არის ამაში ავანტიურული არ მესმის.

ავანტიურა არის მაგალითად ის, რომ ეგენი ჩადიან მოსკოვში და ახლახანს დაესწრნენ კონფერენციას, რომელიც იყო მიმართული კონსტანტინოპოლის წინააღმდეგ", - თქვა თეოლოგმა, გოჩა ბარნოვმა. 

ჯაღმაიძის ბრალდებები გაურკვეველია თამარ მესხისთვისაც. მისი თქმით, საპატრიარქოს "ვაჭრობა ელანდება", რადგან თავად "ყველაფერს ყიდიან".

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმზღვანელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ბარნოვი და მესხი სტამბულში მიდიან, რათა კონსტანტინოპოლის პატრიარქს უთხრან, რომ სააკაშვილისა და მისი პარტიის  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, საქართველოს ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას აღიარებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი