დაელოდეთ და გაიგებთ - მათიკაშვილი კითხვაზე როგორ "დაასრულებენ ნაცებს"

გამოქვეყნდა:

"დაელოდეთ და გაიგებთ" - ასე პასუხობს "ქართული ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი "მთავარი არხის" კითხვას, როგორ აპირებს ხელისუფლება "ნაციონალური მოძრაობის დასრულებას".

ამის შემდეგ ის ჟურნალისტს გაექცა და თქვა, რომ "მთავარ არხს" არ ჩაეწერება.

"ქართული ოცნება" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" "დასრულებაზე" გუშინ, 18 ოქტომბერს კიდევ ერთხელ ალაპარაკდა. არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე "ოცნების" ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. მმართველმა გუნდმა კლიპს "დავასრულოთ ნაცები" დაარქვა და "ნაცობასირცხვილია" დააჰეშთეგა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი