ინტერნეტიზაცია და 100-მილიონიანი ინვესტიცია - ივანიშვილის მორიგი გადაგდება

გამოქვეყნდა:

საყოველთაო ინტერნეტიზაციის იდეა და 100 მილიონის დაპირება - პროექტი, რომელიც ხუთი წელია ვერ განხორციელდა.

რეგიონებში ინტერნეტის გავრცელების აუცილებლობის საკითხზე პირველად განცხადება ოლიგარქმა ექსპრემიერმა  ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში გააკეთა. 

დაპირებების მიხედვით, 2020 წლისთვის, ინტერნეტი დამატებით 800 ათას ადამიანს უნდა მიეღო და შედეგად, ქვეყნის მოსახლეობის 90%-ზე მეტს, დღეს უკვე ინტერნეტზე წვდომა უნდა ჰქონოდა. კახეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევში, ხუციშვილების ოჯახში სამი შვილიდან ერთი მესამე კლასის მოსწავლეა, მეორე - თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი. დღეს დებიდან ვერც ერთი ესწრება ონლაინ გაკვეთილებს და სწავლის პროცესი ჩაუვარდათ. ეკას ამის გამო შეიძლება აკადემურის აღება მოუწიოს და ერთი წელი დაკარგოს. 

2016 წელს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და არჩევნების წინ, მოსახლეობას სხვა რიგ დაპირებებთან ერთად, სრულ ინტერნეტიზაციას კიდევ ერთხელ დაპირდა. 
პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული “ქართუ ფონდი” ამისთვის $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა. სხვა დაპირებების მსგავსად, ესეც მორიგი ტყუილი აღმოჩნდა. 

რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ინტერნეტიზაციის პროექტი ვერ განხორციელდებოდა - აცხადებდა ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, რომელიც ერთი წლის შემდეგ პროექტის ღირებულების უფრო გაზრდილ თანხას ასახელებს და მადლობას უხდის დიდ მეცენატს ასეთი ქველმოქმედებისთვის. 

ერთადერთი ქველმოქმედი, რომლის გარეშეც, რეალურად, ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა საქართველოში, გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ამისთვის, რადგან რეალურად ეს არის პროექტი, რომელმაც 15-20 წლით წინ უნდა წაწიოს ჩვენი ქვეყანა. პროექტის ღირებულება, დღევანდელი გათვლებით, არის 125 მილიონიდან 150 მილიონ დოლარამდე, რასაც ბატონი ბიძინა აბსოლუტურად უანგაროდ გვაძლევს, - განუცხადა ჟურნალისტებს დიმიტრი ქუმსიშვილმა.

რა ხდება საყოველთაო ინტერნეტიზაციაზე 100 მილიონის დახარჯვის დაპირებიდან ხუთი წლის შემდეგ?

ადამიანები, ვინც ბიძინა ივანიშვილის მადლობას უხდიდა ამხელა თანხის სახელმწიფოსთვის ჩუქებაზე, ხელისუფლებაში აღარ არიან. სამაგიეროდ, არიან სხვები, ვინც ასეთივე შემართებით იცავს ოლიგარქის ქონებას.

ხუთწლიანი ტყუილი დაპირების შემდეგ, ეკონომიკის მინისტრიმა ნათია თურნავამ პრემიერის მსოფლიო ბანკიდან სესხის აღება გადაწყვიტა ქვეყნის ინტერნეტიზაციისთვის. ივანიშვილის დანაპირები ფულის ნაცვლად გრძელვადიან სესხს ახლა ბიუჯეტიდან ანუ ჩვენი ფულით დაფარავენ. მაშ სად წავიდა ოლიგარქის დაპირებული 100 მილიონი დოლარი? 

არსად არ წავიდა 100 მილიონი. ჩვენი ფულით და მსოფლიო ბანკის რესურსით გაკეთდება და თუ დაგვაკლდა, "ქართუ ფონდი" დაამატებს იმ თანხას. ოპოზიცია წყნარად იყოს, ჩვენ ჩვენს დანაპირებს ყოველთვის ვასრულებთ, - ამბობს თურნავა.

დანაპირების მიხედვით ეს პროექტი ახლა უკვე დასრულებული უნდა იყოს და არც საგარეო ვალი უნდა დაგვჭირვებოდა ამისთვის, ყოველ შემთხვევაში ბიძინა ამას გვპირდებოდა. 

ხუთი წლის წინ, პროგრამის განხორციელების მიზნით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ აიპი „ოუფენ ნეტი“ დააფუძნა. პროექტს მომავალშიც ეს კომპანია უხელმძღვანელებს. დარგის სპეციალისტები თვლიან, რომ ამ კომპანიამ საქმე თავიდანვე არასწორი მიმართულებით წაიყვანა და ისე გაკეთებულს, ჯობდა საერთოდ არ გაკეთებულიყო.

"თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" IDFI-ის კვლევის მიხედვით, მხოლოდ 2015-17 წლებში ორგანიზაციამ, დაფინანსების სახით, 3.2 მილიონი ლარი მიიღო. "მთავარი არხი" ეცადა გაერკვია რას მოხმარდა ორი წლის განმავლობაში ეს თანხა მათი ხელფასების გარდა, თუმცა ორგანიზაციის ტელეფონზე მათ არავინ უპასუხა, მათი ოფისიც დიდი ხნის დაკეტილია და საიტზეც ინფორმაცია 2016 წლის მერე არ განახლებულა. 

ტყუილ დაპირებას პროექტის სესხით გაკეთება ჯობია, ასე თვლიან დარგის სპეციალისტები. მსოფლიო ბანკი მონიტორინგსაც თვითონ გაუწევს სამუშაოებს რაც ნიშნავს, რომ დაგეგმარებაც, ტენდერებიც და სამუშაო პროცესიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შესრულდება და არა ისე, როგორც მანამდე  კეთდებოდა. 

როგორც ცხოვრებამ დაგვანახა, "ქართული ოცნებისგან" დაპირებულ „უფასო სიკეთეებს“, „უფასო ფულის“ არ იყოს, ისევ საშვილიშვილოდ აღებული მილიონებოთ სესხი უნდა გვერჩივნოს. დასანანი მხოლოდ ის არის, რომ დაპირებულის სიკეთეების ლოდინში ყველამ ერთდ მთელი ხუთი წელი დავკარგეთ.

 

ავტორი: ნინო ჟვანია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი