
"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხიელ ყაველაშვილი პარტიის ახალ მესიჯბოქსს ახმოვანებს და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართალდამცავ ორგანოებს კი არ ჩაბარდა, არამედ "ვირთხასავით შემოიპარა და დააკავეს".
მან პლენარულ სხდომაზე თქვა, რომ სოლიდარულია სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც განაცხადა, რომ მესამე მესამე პრეზიდენტს არ შეიწყალებს.
"მოერიეთ თქვენ თავს, ჩემო კოლეგებო და ძვირფასო საზოგადოებავ, მოერიეთ თქვენ თავს. სააკაშვილი დღეს როგორც გინდათ წარმოაჩინოთ, ის არ ჩამოსულა და ჩაბარებულა, დააკვირდით აბა ტელევიზიების ნარატივს, რა ჩაბარდა, ის შემოიპარა როგორც ვირთხა და დააკავეს, და არა ჩაბარდა. ესეთი ნარატივი უნდათ, რომ ის ჩაბარდა. მას ჰქონდა დესტაბილიზაციის გზა", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე თქმით, "ნაცობა სირცხვილი არაა, ნაცობა ბოროტებაა. სირცხვილი ნაციონალურ მოძრაობასთან ურთიერთობაა".