"არჩევნებია და ბუნებრივია, საზოგადოებას უნდა ავუხსნათ მჩაგვრელის, მკვლელის საქმიანობა" - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მმართველი გუნდი  მიხეილ სააკაშვილზე კომენტარებს იმისთვის აკეთებს, რომ საზოგადეობას "მჩაგვრელი, მწამებელი, მკვლელი" მესამე პრეიზდენტის საქმიანობა შეახსენონ.

როგორც მან აღნიშნა, 30 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილზე კომენტარს აღარ გააკეთებენ.

"მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, ვინაიდან გარდა აქტუალური თემების და საკითხებისა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ყოველ დღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი, წარმოიდგინეთ, როგორი.... აღარ მინდა ეპითეტებით შევამკო. ერთი რამ მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ მე და ყველას მინდა ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს. 

რაც შეეხება საკაშვილის ამ მოწოდებებს და შოუს. არჩევნებია ბუნებრივია და ჩვენ მოსახლოებას უნდა ავუხსნათ, შევახსენოთ რელობა, მჩაგვრელი, მწამებელი, მკვლელი სააკაშვილის მძიმე საქმიანობაზე. იგი არის პატიმარი და მოიხდის სასჯელს მინიმუმ 6 წელი", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 18 ოქტომბრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებაზე ისევ ალაპარაკდა. არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე "ოცნების" ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. მმართველმა გუნდმა კლიპს "დავასრულოთ ნაცები" დაარქვა და "ნაცობასირცხვილია" დააჰეშთეგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი