ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე კომენტარს არჩევნების შემდეგ აღარ გააკეთებს

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილზე კომენტარს არჩევნების შემდეგ აღარ გააკეთებს. მას იგივე თხოვნა აქვს "ქართული ოცნების" გუნდთანაც. 

ღარიბაშვილმა საზოგადოებას "ბოდიშიც მოუხადა", რომ ყოველ დღე საუბარი "პატიმარ სააკაშვილზე" უწევს. 

"მინდა საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, ვინაიდან გარდა აქტუალური თემების და საკითხებისა, რაც მოსახლეობას აწუხებს, ყოველ დღე გვიწევს პატიმარ სააკაშვილზე საუბარი, წარმოიდგინეთ, როგორი.... აღარ მინდა ეპითეტებით შევამკო. ერთი რამ მინდა ვთქვა, არჩევნების შემდეგ მე და ყველას მინდა ჩვენი გუნდის წევრებს ვთხოვო, აღარ გავაკეთებთ სააკაშვილზე კომენტარს", - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 18 ოქტომბრიდან "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებაზე ისევ ალაპარაკდა. არჩევნების მეორე ტურამდე ორი კვირით ადრე "ოცნების" ოფიციალურ Facebook გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა, რომელიც წინა ხელისუფლების და მიხეილ სააკაშვილის დისკრედიტაციას ემსახურება. მმართველმა გუნდმა კლიპს "დავასრულოთ ნაცები" დაარქვა და "ნაცობასირცხვილია" დააჰეშთეგა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი