თქვენ ხართ მიშას სექტა, დაფუძნებული ბოროტებაზე, ამით არსებობთ - კალაძე ჟურნალისტს

გამოქვეყნდა:

"თქვენ ხართ მიშას სექტა, დაფუძნებული ბოროტებაზე, ამით არსებობთ" - ამ სიტყვებით მიმართა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ.

ჟურნალისტმა კალაძეს ჯერ 15 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება შეახსენა, სადაც ის ამბობდა "მზად ვარ გადავდგა ნაბიჯები, რომ პოლარიზება დავასრულოთ", შემდეგ კი, 17 ოქტომბერს შეცვლილი რიტორტიკა - "დავასრულოთ ყველა, დავასრულოთ ნაციონალები". კითხვამ მერობის კანდიდატი გააღიზიანა:

"კახი კალაძეს რიტორიკა არასდროს შეუცვლია, 2012 წლიდან მოყოლებული მას შემდეგ, რაც პირველ ოქტომბერს გავიმარჯვეთ ძალადობაზე. როდესაც პოლიტიკური აგრესიისგან დაცლილ იდილიაზე ვსაუბრობთ, აქ ნაციონალური მოძრაობა არ და ვერ განიხილება არასდროს. ეს იმიტომ, რომ თქვენ ხართ მიშას სექტა, დაფუძნებული ბოროტებაზე, ამით არსებობთ, სიძულვილზე, საერთოდ არ გაინტერესებთ ქვეყნის ბედი რატომ გგონიათ რომ მარტო თქვენ ხართ პოლიტიკური პარტიები, უამრავი პოლიტიკოსია ქვეყანაში", - თქვა კახა კალაძემ. 

კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მედიასთან ურთიერთობა არასდროს გაუწყვეტია მიუხედავად იმისა, რომ "ძალიან ცუდად" ვიქცეოდით - "შეურაცხყოფებით იყავით დაკავებული ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ". 

ცნობისთვის, კახი კალაძემ გუშინ ვიდეო მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" დასრულებაზე ისაუბრა. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი