
"იმის ნაცვლად, რომ ასეთი სამარცხვინო განცხადებები აკეთოს, ჯობს, საქმეს მიხედოს" - ასე გამოეხმაურა ადვოკატი ბექა ბასილაია მესამე პრეზიდენტის შიმშილობასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილს "აფერისტს" უწოდებს და ამბობს, რომ ის რეალურად არ შიმშილობს.
უფლებადამცველის თქმით, ყველასთვის, მათ შორის ციხის ადმინისტრაციისთვის, ნათელია, რომ მიხეილ სააკაშვილი არანაირ საკვებს არ იღებს.
"ჩვენ ამ კლოუნის განცხადებაზე სერიოზული პასუხის გაცემა გვიჭირს, მაგრამ, მთელმა ქვეყანამ იცის, ციხის ადმინისტრაციისთვის ნათელია, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობს, ის არ იღებს არანაირ საკვებს და ღარიბაშვილმა, იმის ნაცვლად, რომ ასეთი სამარცხვინო განცხადებები აკეთოს, ამას სჯობს, საქმეს მიხედოს. მათ ძალიან მალე მოუწევთ ხელისუფლებიდან მშვიდობიანად წასვლა", - თქვა ბექა ბასილაიამ.
ცნობისთვის, უკვე მე-19 დღეა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ის საქართველოში ჩამოვიდა.
ამავე თემაზე: