თუ ჩატარდება, ეს იქნება გამარჯვების აქცია - კობახიძე 28 ოქტომბრის აქციაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, თუ 28 ოქტომბერს მმართველი პარტიის აქცია დაიგეგმება, ეს "გამარჯვების აქცია" იქნება. კობახიძის განმარტებით, "ქართული ოცნება" პირველ რიგში 2 ოქტომბრის გამარჯვებას აღნიშნავს, ამას გარდა ის 30 ოქტომბრის სამობილიზაციო აქცია იქნება.

"ეს იქნება, რა თქმა უნდა, პირველ რიგში გამარჯვების აქცია, თუ ასეთი დაიგეგმება. 2 ოქტომბრის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება, რა თქმა უნდა, უნდა აღვნიშნოთ და ასევე ეს იქნება სამობილიზაციო აქცია 30 ოქტომბრის მეორე ტურებისთვის, ანუ ეს არის საარჩევნო ღონისძიება თუ ასეთი დაიგეგმება", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტია 28 ოქტომბერს მასშტაბურ აქციას გეგმავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი