ნიკა მელია გუნდს და პროგრამას ხვალ წარადგენს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი და "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია გუნდს და პროგრამას ხვალ წარადგენს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაპოსტა და "ოცნების" კანდიდატი კახა კალაძე ღია დებატებშიც გამოიწვია. 

კოალიციური პროგრამა და მრავალპარტიული გუნდი თბილისის სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდება.

ამის შესახებ ხვალ დეტალურად ვისაუბრებთ. იქნება ეს 100 ლარიანი დანამატი პენსიაზე, თუ უფასო კვების პროგრამა თბილისის საშუალო სკოლებისთვის, ქალაქის ეკონომიკური განვითარება ან ინფრასტრუქტურა. ყველაფერი რაც გაცხადდა და ბევრად მეტი დეტალურად ხვალ.

ამის პასუხად, თბილისის მოქმედი მერი, თბილისის პრობლემებზე საუბრის ნაცვლად, ბოლომდე გადაეშვა ზიზღის კამპანიაში, რაც ძალიან სამწუხაროა.

ვთავაზობ ბატონ კალაძეს ღია დებატებს. საჯაროდ გავაცნოთ თბილისელებს ჩვენი გეგმების და მათი პრობლემების გადაჭრის გზები!

ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ეთერში - არა დადგმულ, არამედ რეალურ დებატებში - პირისპირ! ზიზღისა და შეურაცხყოფების გარეშე, ვისაუბროთ ჩვენს დედაქალაქზე, რომელიც პოლიტიკაზე მეტია!, - წერს ნიკა მელია. 

 იხილეთ ასევე:

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი