არჩევნებამდე 12 დღით ადრე, წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გადადგა

გამოქვეყნდა:

წყალტუბოს საოლქო საარჩევნო კომისიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს. მეორის ტურის წინ, არჩევნებამდე 12 დღით ადრე ოლქის თავმჯდომარემ, გიორგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა.

ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ყოფილ თავმჯდომარეს არჩევნების გაფორმებული შედეგები და მეორე ტურში გადაყვანილი ოპოზიციის მერობის კანდიდატი არ აპატიეს.

მიზეზი არის ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახური სიტუაციები და მოკლედ, რაღაც რიგი პრობლემები, - ამბობს გიორგი ნიჟარაძე "მთავარ არხთან".

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი