"ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა, ჩაგეხუტოთ" | მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მხარდამჭერებს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს მიმართავს. 

"დიდი მადლობა ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნით აქციებში, მე ვადევნებ თვალყურს. ძალიან მამხნევებს. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მინდა, ჩაგეხუტოთ" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის მიმართვა მის ოფიციალურ Facebook-გვერდზე ვრცელდება. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი