"სათქმელი აღარაფერი აქვთ და ზიზღის ენაზე გადავიდნენ" - კობა ნაყოფია "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ზიზღისა და სიძულვილის რიტორიკა არჩევნებამდე 11 დღით ადრე - ამ საკითხთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის აღმასრულებელი მდივანი და სენაკის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი კობა ნაყოფია  "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" საუბრობს. 

ამბობს, რომ მათ სათქმელი აღარაფერი დარჩათ და ზიზღის ენაზე სწორედ ამიტომ გადავიდნენ. მისივე თქმით, მოსახლეობას მათი დაპირებებისაც აღარ სჯერა. 

9 წლის განმავლობაში, შეუძლიათ რამე უთხრან ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, რომ ჩვენ ან ჩვენი ქვეყანა რამე წინ წავიდა. სათქმელი არ აქვთ არაფერი, ძალიან მარტივია და გადასულები არიან ძველი ხელისუფლების, შეთხზული ისტორიების გამეორებით არიან დაკავებული. არაფერი არ აქვთ შესათავაზებელი ჩვენი ხალხისთვის, იმიტომ რომ უკვე დაპირებისაც აღარ სჯერა, დაასახელონ ერთი დაპირება, რომელიც მოსახლეობას შეუსრულეს. 5 მილიონი სოფელს, უფასო ფული, უკვე დარჩა რაღაც ფრაზებად, რომელსაც ადამიანები იხსენებენ როცა ხუმრობის ხასიათზე არიან. მეტი არაფერი არ დარჩენიათ და გადასულები არიან ზიზღის ენაზე, ხედავენ რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ პროცესი გარდატეხა და შექმნა ქვეყანაში ახალი დღის წესრიგი, ადამიანი რომელიც საპყრობილეში იმყოფება, - ამბობს ნაყოფია.

ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლებამ 1 ოქტომბერს დააკავა. დაკავების დღიდან, მესამე პრეზიდენტი, უკვე მე-19 დღეა პრეზიდენტი საპატიმროში შიმშილობს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი