რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? - კალაძის პასუხი ნიკა მელიას შეთავაზებას

გამოქვეყნდა:

რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას? - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ საკუთარ ოპონენტს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელმაც მას ღია დებატები შესთავაზა. 

კალაძის თქმით, ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც არანაირი ხედვა და პროგრამა არ აქვს. 

"მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები. მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი", - თქვა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ დღეს სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა და "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატს კახა კალაძეს ღია დებატებში მონაწილეობა შესთავაზა. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი