"რეკომენდაციაა ჰოსპიტალიზაცია" | ნიკოლოზ ყიფშიძე მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

"რეკომენდაციაა ჰოსპიტალიზაცია" - ამის შესახებ მისმა პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ კონსილიუმის დასრულების შემდეგ იუსტიციის სამინისტროში ისაუბრა. 

პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ის მიხეილ სააკაშვილს ხვალ შეხვდება. ექიმის თქმით, მესამე პრეზიდენტმა  ჰოსპიტალიზაციაზე თანხმობა უნდა განაცხადოს, რის შემდეგაც შესაბამის დაწესებულებას შეარჩევენ. 

"ჰოსპიტალიზაცია, რასაკვირველია, არ უნდა მაგრამ ესმის, რომ ადრე თუ გვიან ეს დღე დადგება. დღეს დაახლოებით 2 საათი განვიხილავდით მისი ანალიზების შედეგს. ჩემი რეკომენდაციაა, რომ ჰოსპიტალიზაცი თუ შედგება შემდეგ 2 დღეში უფრო კარგია, ვიდრე 3-4 დღეში", - ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 19 დღეა შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი