
"მერს სჭირდება თანადგომა"... "ყველამ თითო გული დავუწეროთ" - "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "ღამის მთავარი", თბილისის მერიის ერთ-ერთი საქალაქო სამსახურის თანამშრომლების მიმოწერა გაასაჯაროვა.
მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ, არჩევნების დღეს გვესაჭიროება დამკვირვებლები... დაგვავალეს, ჩვენც მივიღოთ მონაწილეობა. მერს სჭირდება თანადგომა. ჩემი თხოვნაა, არ დავიზაროთ და ჩავერთოთ ამ საქმეში, რომელიც ვფიქრობ, ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია... გთხოვთ, დღეს საღამოს დამიდასტუროთ, - ნათქვამია მესიჯში, რომელიც ხაბეიშვილმა წაიკითხა.
ამ მესიჯის საპასუხოდ კი, ხაბეიშვილის თქმით, ჩატში იყო პასუხები - "თითო ნა*უი რომ მივწეროთ ყველამ?", "ყველამ თითო გული დავუწეროთ", "გაუჭირდათ ბიჭებს და მოუნდათ გვერდში დგომა", "ეხლა შეიძლება ჩვენც გვისმენენ", "გვერდში დგომა ჩვენც გვინდა, თვეში 5 000 ლარი ხელფასი და იქნებ დავფიქრებულიყავით"...
ლევან ხაბეიშვილის თქმით, ამ მიმოწერიდან ნათლად ჩანს კახა კალაძის მიმართ არათუ ამომრჩევლის, არამედ თანამშრომლების დამოკიდებულებაც კი.