ხმაური რუსთავის კლინიკაში | ოჯახის წევრები კოვიდინფიცირებული პაციენტების სხვა კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ

გამოქვეყნდა:

რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკის ეზოში კვლავ ხმაურია - რამდენიმე საათია, კლინიკის ეზოში კოვიდინფიცირებული პაციენტების ოჯახის წევრები არიან შეკრებილი და მათი ახლობლების სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვენ.

კოვიდინფიცირებულების ოჯახის წევრები და ახლობლები ამბობენ, რომ მათ ახლობლებს კლინიკაში საჭირო სამედიცინო დახმარებას არ უწევენ, ყურადღებას არ აქცევენ და მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ.

არსებული ინფორმაციით, ოჯახის წევრების მოთხოვნით, 2 პაციენტს რუსთავიდან თბილისში, ბოკერიას კლინიკაში გადაიყვანენ.  პაციენტების ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ მათ რეანომობილი არ გამოუგზავნათ, რის გამოც, იძულებულები გახდნენ, რეფერალისთვის კერძო რეანომობილი მიეყვანათ. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი