"ტყუილად იწუხებთ თავს" - ზალკალიანი "მთავარ არხს" ისევ გაურბის

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარების კრიტიკისა და ღია წერილების მიუხედავად "ქართული ოცნება" არცერთი მოსაზრების გათვალისწინებას არ აპირებს. პარტიაში ამბობენ, რომ ევროპული ურთიერთობები ერთი ან რამდენიმე პოლიტიკოსის გადასაწყვეტი არ არის.

რა გავლენას იქონიებს ქვეყნის მომავალზე ხელისუფლების ამ ტიპის გადაწყვეტილებები, საგარეო საქმეთა მინისტრს ვკითხეთ, თუმცა ის "მთავარი არხის" კამერებს გაექცა.

"ტყუილად იწუხებთ თავს, ახლა არ მცალია, საკოორდინაციო საბჭოზე მივდივარ", - თქვა დავით ზალკალიანმა. 

"სანამ  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ამ საქმეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან", - ამის შესახებ 5 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გუშინ გამოქვეყნებულ ამ განცხადებას ხელს ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუნკევიჩიენე, რიჰო ტერასი, მირიამ ლექსმანი და სანდრა კალნიეტე აწერენ.

ღია წერილი გამოქვეყნდა 18 ოქტომბერსაც, მას ხელს 20-ზე მეტი ევროპარლამენტარი, ყოფილი პრეზიდენტები, ცნობილი პოლიტიკოსები და საზოგადო მოღვაწეები აწერენ ხელს. ჯამში განცხადებას 70-ზე მეტი ხელმოწერა აქვს, დასავლელი პარტნიორები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი