მიხეილ სააკაშვილს დევი ჭანკოტაძე და გიორგი ბოტკოველი ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ადვოკატებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს გენერალი დევი ჭანკოტაძე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თელავის მერობის კანდიდატი, გიორგი ბოტკოველი შეხვდებიან.

ბოტკოველის თქმით, მათთვის პირველ რიგში, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მნიშვნელოვანი, ამას გარდა, შეხვედრაზე საუბარი 30 ოქტომბრის არჩევნებს შეეხება.

"დიდი ხანია არ მინახავს, ვფიქრობ, რომ ძალიან ბედნიერი დღეა ჩემთვის, როდესაც მოვინახულებ, თუმცა სამწუხარო, რომ ის უკანონოდ იმყოფება ივანიშვილის პოლიტიკურ საპატიმროში. მასთან ბევრ თემაზე მექნება საუბარი და რა თქმა უნდა, საუბარი მექნება 30 ოქტომბრის არჩევნებზე, მისი აზრი ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია",-თქვა გიორგი ბოტკოველმა.

მე-20-ე დღეა მიხეილ სააკაშვილი საპატიმროში შიმშილობს.

ცოტა ხნის წინ, ადვოკატმა ახალი მიმართვა გამოიტანა, რომელიც მესამე პრეზიდენტმა გაავრცელა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი