
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ დათანხმდება თუ არა მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაყვანას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც მას მისი პირადი ექიმები და სამუშაო ჯგუფი მოინახულებს.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მას სისუსტეები კვლავ აღენიშნება.
"ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც მისი პირადი ექიმი და ზოგადად სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები მოინახულებენ, ალბათ მერე იქნება მეტი კონკრეტიკა და შესაბამისად, პოზიცია დაფიქსირებული",-თქვა დიტო საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილთან შეხვდრის შემდეგ, ადვოკატმა მისი ახალი პოზიცია გაავრცელა და თქვა, რომ ის მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. მისივე თქმით, სანამ ის საპატიმროშია, საკვებს არანაირი ფორმით არ მიიღებს.
დღეს შიმშილობის მე-20-ე დღეა.