სირცხვილია, რომ ასეთი კაცი ციხეში ზის - დევი ჭანკოტაძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დევი ჭანკოტაძემ მოინახულა. მისი თქმით, მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა სავარაუდოდ მისი ჰოსპოტალიზაცია საჭირო გახდება.

"დიდი სირცხვილია, რომ ასეთი კაცი ციხეში ზის პოლიტიკური მოტივით. მე რაც ჩემი თვალით ვნახე, ეს არი ჩვენი ჯარის აშენება, ქართული სახელმწიფოს აშენება და ასეთი კაცი უზით ციხეში. რაც მე შევხედე ძალიან მხნედ არის, მე ვერ შევატყე საგანგაშო, მაგრამ გამხდარია, მე-20 დღეა შიმშილობის და ალბათ, დადგება ის მომენტი, როცა ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო",- თქვა დევი ჭანკვეტაძემ.

ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილთან, გიორგი ბოტკოველი იმყოფება, მანამდე კი ის ადვოკატებმა მოინახულეს.

მიხეილ სააკაშვილთან შეხვდრის შემდეგ, ადვოკატმა მისი ახალი პოზიცია გაავრცელა და თქვა, რომ ის მედიკამენტოზურ ჩარევაზე თანახმაა. მისივე თქმით, სანამ ის საპატიმროშია, საკვებს არანაირი ფორმით არ მიიღებს. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტი საპატიმროში პროტესტის ნიშნად, უკვე მე-20 დღეა შიმშილობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი