კარგა ხანი იყვნენ, მაღლაც ავიდნენ, გასაღები მოგვეციო. გიორგის ეძებდნენ - ნარიმანძის ბებია

გამოქვეყნდა:

მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმეზე დაკავებული კიდევ ერთი პირის, გიორგი ნარიმანიძის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მას საქმესთან შემხებლობა არ ჰქონია და უდანაშაულოა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, პოლიცია ნარიმანიძის სახლში, გუშინ 19 ოქტომბერს მივიდა, თუმცა ნარიმანიძე მათ არ დახვდათ.

"გუშინ მოვიდა, კარგა ხანი იყვნენ, მაღლაც ავიდნენ, გასაღები მოგვეციო. გიორგის ეძებდნენ და დამალული ხომ არ იქნებაო და წასული იყო ცემენტალზე უნდა დავიწყოო მუშაობა.

ძლივს ვდგავარ ფეხზე, წელსქვემოთ მოწყვეტილი ვარ ინსულტისგან, დავეხმარებოდი, მაგრამ ეგეთი არ ყოფილა. არ არის დამნაშავე, არც ჩემი შვილიშვილი და სხვა ადამიანები, ვინც სააკაშვილს ეხმარებიან. ისე მიყვარს სააკაშვილი, როგორც ჩემი შვილები",-თქვა დაკავებულის ბებიამ

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინსიტროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის საქმესთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავეს. დაკავებული 32 წლის გიორგი ნარიმანიძეა, გამოძიება მას მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას ედავება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი