ქართული ოცნება მოძალადე ჯგუფებთან უკვე ოფიციალურად არის გაიგივებული - გრიგოლია 5 ივლისის საქმეების შეწყვეტაზე

გამოქვეყნდა:

5 ივლისის მოძალადეების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმეთა წარმოების შეწყვეტას ინგა გრიგოლია ეხმაურება და ამბობს, რომ 5 ივლისი სწორედ ხელისუფლებამ მოაწყო და საქმის წარმოების შეწყვეტამ ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა .

ქართულმა ოცნებამ შეუძლია იამაყოს უკვე, ამ მოძალადე ჯგუფებთან ოფიციალურად არის გაიგივებული. 5 ივლისი მოგვიწყვეთ თქვენ ბატონო ხელისუფლებავ და ამ გადაწყვეტილებამ ეს ყველაფერი საბოლოოდ დაადასტურა- ამბობს ინგა გრიგოლია

გიორგი თარგამაძე კი ამბობს, რომ ეს ყველაფერი მეორე ტურისთვის კეთდება, რადგან მისივე თქმით, "ოცნება", უფრო კონკრეტულად კი ღარიბაშვილი მოძალადეების მთავარი მოკავშირეა ოცნება.

მეორე ტურში ხმები უჭირთ და ხდება ის, რაც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩვენების მეორე ტურისთვის მოხდა, როდესაც ყველაზე უფრო ექსტრემისტულად განწყობილი ჯგუფების მობილიზებით მიაღწიეს შედეგს.- აცხადებს თარგამაძე "ფორმულას" გენერალური დირექტორის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმების შედეგად საერთო ჯამში 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, მათგან ერთ-ერთი, ტელეკომპანია პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი