"თავისუფლება მიშას" | მარნეულში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გამოქვეყნდა:

"თავისუფლება მიშას" - საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერი აქცია გაიმართა მარნეულის სოფელ არაფლოში.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ქვეყნის ნომერ პირველი რეფორმატორი ციხეში არ უნდა იჯდეს, და მათი შეფასებით დღეს სააკაშვილი სინამდვილეში პუტინის პატიმარია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. ის ციხეში ყოფნის პირველივე დღიდან, უკვე მეოცე დღეა შიმშილობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი