"ბანდიტი, მძარცველი, კრიმინალი" - ღარიბაშვილმა ამჯერად კირკიტაძე ლანძღა

გამოქვეყნდა:

პრემიერი ღარიბაშვილი ამჯერად რუსთავის მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს ლანძღავს და "ბანდიტს უწოდებს.

ღარიბაშვილი რუსთავში იმყოფება და თავის კანდიდატის, ნინო ლაცაბიძისთვის მხარდაჭერას მოუწოდებს რუსთაველებს: 

"ძალიან მარტივი მოცემულბაა მეგობრებო რუსთავში. ჩვენ გვყავს კანდიდატი, რომელიც გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით, განათლებით, წესიერებით და მეორე მხარეს არის ყველასთვის ცნობილი ბანდიტი და მძარცველი, კრიმინალი კირკიტაძე, რომელიც იყო გასამართლებული, ყველამ იცის ამ ქალაქში ვინ არის კირკიტაძე" - ამბობს ღარიბაშვილი. 

მისივე თქმით, "ყველამ იცის" ვინ არის რუსთავში კირკიტაძე და ის გამოირჩევა "ძალადობით და ზონდერობით".

გარდა ამისა, ღარიბაშვილი რუსთაველებს ლაცაბიძის არჩევის შემთხვევაში, რუსთავის მეტი დაფინანსებით დაპირდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი