"ქვეყანაში შემოიპარა მალულად და კონტრაბანდის გზით... ეს არის ღიად დეკლარირებული კანონდარღვევა" - ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

ირაკლი ღარიბაშვილის მორიგი სიძულვილის შემცველი განცხადება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. პრემიერი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი "ქვეყანაში შემოიპარა მალულად და კონტრაბანდის გზით" და მისი თქმით, "ეს არის ღიად დეკლარირებული კანონდარღვევა".

სააკაშვილს დღეს, მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ წარუდგინა ახალი ბრალი. კაცი, რომელიც დღეს გამოდიოდა და მანამდე ეს პერიოდი, თითქოს რაღაც ჩამოვიდა და თავდადების მაგალითი თავისი ჭკუით და გადმოცემით დააფიქსირა, შემოვიდა მალულად და შემოიპარა კონტრაბანდის გზით. ჩვენ კონტრაბანდას ვებრძვით და ამ დროს, კაცი რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შემოვიდა ასე მალულად. ამაზე მეტი სამარცხვინო საქციელი რა შეიძლება ჩაიდინოს კაცმა, რომელიც იყო ქვეყნის პრეზიდენტი 9 წელი... რა თქმა უნდა, ეს არის ღიად დეკლარირებული კანონდარღვევა საზღვრის უკანონო კვეთა, რაზეც მოგეხსენებათ, რომ პროკურატურამ ახალი ბრალი წარუდგინა, - ამბობს ღარიბაშვილი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი