"მელიას გარანტირებული წაგება აქვს... ილუზიებში ცხოვრობენ მელია და სხვებიც" - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

"ეს მახსენებს იმ საზარელ და ტრაგიკულ დღეებს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. როცა ის უბედური ტრაგიკული დღეები გვქონდა ქვეყანაში აგვისტოს ომის დროს და გამოვიდნენ რუსთაველზე, გამოიყვანეს საცოდავი ჩვენი ხალხი და "მიშა, მიშა" აძახინეს და კონცერტი გამართეს. აი ეს ხალხი არის ნაცმოძრაობა, ხალხო. ნუთუ დაგავიწყდათ ვის ხელში ვიყავით მთელი ქვეყანა, როგორი დიქტატორული რეჟიმი სუფევდა ქვეყანაში. ამ ადამიანებისგან რომელ ჩრდილოვან კაბინეტზეა საუბარი, არასერიოზულია უბრალოდ. მელიას გარანტირებული წაგება აქვს ქალაქში. როგორ შეიძლება მელია გახდეს, ჩვეულებრივი კრიმინალია კაცი. სამარცხვინოა, რომ ასეთი კრიმინალები დღეს ჯერ კიდევ რჩებიან პოლიტიკაში ეს არის აბსოლუტურად ჩვეულებრივი თეატრი, თავის თავს აჯერებენ, ისე როგორც დააჯერა სააკაშვილმა თავის თავს რომ აქ ჩამოვიდოდა მთელი მოსახლეობა დახვდებოდა ტაშით და ჰქონდა ილუზიები რომ არ აღმოჩნდებოდა სადაც აღმოჩნდა, ასეთივე ილუზიებში ცხოვრობენ მელია და სხვებიც".

 - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი